ლიგა 1. VI ტურის წინ: ექვსიდან ექვსი

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენი" მეექვსე ტურში მეექვსე გამარჯვების მოპოვებას სტუმრად "რენთან" შეეცდება.

ბოლო 6 მატჩში დაპირისპირებაში უცილობლად პარიზელები გამოდიოდნენ, თანაც ასეთი ანგარიშებით - 6:1, 4:0, 4:1... პსჟ-ის შემტევი ტრიო საოცარ ფორმაშია, ნეიმარსა და კილიან მბაპეს 4-4 გოლი აქვთ გატანილი, ედინსონ კავანის კი - 3, თუმცა კილიანი დისკვალიფიცირებულია და პსჟ-ს მის გარეშე მოუწევს თამაში.

ტურის ცენტრალური მატჩი ლიონში გაიმართება, სადაც ადგილობრივი გუნდი "მარსელს" მასპინძლობს. "მარსელმა" სეზონი ურიგოდ არ დაიწყო, 10 ქულა აქვს და მეორეა, იმავე "ლიონს" სამით უსწრებს, თუმცა "ლიონმა" ინგლისში დიდი ფსიქოლოგიური
უპირატესობა მოიპოვა, როცა ლიგის ერთ-ერთი ფავორიტი "მანჩესტერ სიტი" დაამარცხა. "მონაკოს" კატასტროფული სტარტი აქვს - 5 ქულა ამდენივე მატჩიდან და ახლა "ნიმს" მასპინძლობს.

ლიგა 1. VI ტური
პარასკევი, 21 სექტემბერი
მონაკო-ნიმი 22:45

შაბათი, 22 სექტემბერი
ლილი-ნანტი 19:00
ანჟერი-ტულუზი 22:00
მონპელიე-ნიცა 22:00
რეიმსი-დიჟონი 22:00
სტ. ეტიენი-კაენი 22:00
სტრასბური-ამიენი 22:00

კვირა, 23 სექტემბერი
რენი-პსჟ 17:00
გენგამი-ბორდო 19:00
ლიონი-მარსელი 23:00

ბომბარდირები: 5 - ფლორიან ტოვენი (მარსელი); 4 - ნიკოლას პეპე (ლილი), ნეიმარი (პსჟ), კილიან მბაპე (პსჟ).

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული