დანი ალვეშს პრემიერლიგაში თამაში სურს

AutoSharing Option
პსჟ-ის მარჯვენა მცველს, დანი ალვეშს კარიერის დასრულება პრემიერლიგაში თამაშის გარეშე არ სურს. ბრაზილიელი ფეხბურთელის თქმით, ლურსმანზე ბუცების ჩამოკიდებას მანამ არ აპირებს, სანამ ინგლისში არ სცდის ბედს.

"შეუძლებელია, კარიერა ისე დავასრულო, რომ პრემიერლიგაში არ წავიდე. იქ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობენ. პრემიერლიგა  განსაკუთრებით გამორჩეული იმ პატივისცემის გამოა, რაც გულშემატკივარს ფეხბურთელების მიმართ გააჩნია; ასევე იმ მონდომებით, რასაც ფეხბურთელები მოედანზე ავლენენ. თუ იქ თამაშს მოვახერხებ, შესანიშნავი იქნება" - განაცხადა დანი ალვეშმა.

35 წლის მცველი ისეთ კლუბებში თამაშობდა, როგორებიცაა: "სევილია", "ბარსელონა", "იუვენტუსი", ახლა კი პსჟ-ის
ღირსებას იცავს და ხანგრძლივი კარიერის მანძილზე Top 5 ჩემპიონატიდან ყველაში ითამაშა, პრემიერლიგის გარდა.

altჯანლუიჯი ბუფონი: შხაპს ვიღებდი, როცა დანი ალვეში მომაშტერდა და მითხრა...

მკითხველის კომენტარები / 1 /
აი ნამდვილი პატრიოტი, დინამოში უნდა , ალბათ იცის რა გუნდი გვყავდა 1981-ში
ეს რა მესმის დანი ალვეში დინამოში?
17:11 12-11-2018
2

სიახლეები პოპულარული