ნეიმარი - ნარკოტიკების მოხმარების დაბრალებაზე: ცოტა გიჟი ვარ, მაგრამ არა სულელი

AutoSharing Option
პსჟ-ს თავდამსხმელმა ნეიმარმა განაცხადა, რომ არ უყვარს, როდესაც პრესა მის შესახებ დაუსრულებლივ საუბრობს.

"მე ყველაფერი ვიცი, რასაც ჩემზე წერენ, კარგიც და ცუდიც. უკანასკნელ ხანს ჩემზე ბევრს ჭორაობდნენ. დამაბრალეს, თითქოს ახალი წლის წინ ნარკოტიკები მივიღე. ზოგს მიაჩნია, რომ ზღვარს გადავდივარ. შესანიშნავი სპორტსმენი ვარ, ცოტა გიჟი, მაგრამ არა სულელი.

ძალიან ბედნიერი გახლავართ, რადგან რაც უფრო ხშირად ლაპარაკობთ ჩემზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ვარ. ახლა გაცილებით მშვიდად ვარ, გავიზარდე. ეს კი ძალიან მეხმარება", - ციტირებს ნეიმარს Canal+-ი.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული