ფრანგული მედიისთვის პსჟ-ის 16 წლის ახალწვეულის, ხავი სიმონსის ხელფასი გახდა ცნობილი.
ჰოლანდიელი ნახევარმცველი პარიზულ კლუბში ზაფხულში "ბარსელონადან" გადავიდა და პარიზელთა ახალგაზრდულ გუნდში გამოდის.
გამოცემა Le Parisien-ის ცნობით, პარიზულმა კლუბმა ახალგაზრდა ფეხბურთელი ფულით გადმოიბირა. სიმონს წელიწადში 500 ათასი ევრო შესთავაზეს.
სიმონსის აგენტი ცნობილი მინო რაიოლაა, რომელიც ბევრი ვარსკვლავის ინტერესებს წარმოადგენს.