პსჟ-ის ნახევარმცველი: ნეიმარს გუნდში დიდი გავლენა აქვს

AutoSharing Option
პსჟ-ის 27 წლის ესპანელ ნახევარმცველ პაბლო სარაბიას "მარკას" ჟურნალისტმა თანაგუნდელ თავდამსხმელ ნეიმარზე დაუსვა კითხვა.

- ზაფხულში ბევრს ლაპარაკობდნენ, რომ ნეიმარი "ბარსელონაში" გადავიდოდა. რას იტყვი მასზე?
- ის წესრიგშია. ასეთი ფეხბურთელის გუნდში ყოფნა სასურველია. გუნდში დიდი გავლენა აქვს.

ყოველთვის, როდესაც თავს ბედნიერად გრძნობს, პსჟ-სთვის ძალიან სასარგებლოა. შესაძლოა, ევროპაში საუკეთესო თავდასხმა გვყავს.

ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგებას შევეცდებით, თუმცა ჯერ მხოლოდ "დორტმუნდთან" პლეი-ოფის მატჩებზე ვფიქრობთ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული