ჩემპიონატის შეჩერების გამო "ამიენმა" ფეხბურთელებს ხელფასები შეუმცირა

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის შეჩერების გამო "ამიენმა" ფეხბურთელებს ხელფასები შეუმცირა, - იტყობინება GFFN.

კლუბმა ნაწილობრივი დაკავების კანონით ისარგებლა და პერსონალსა და ფეხბურთელებს ანაზღაურება 16%-ით შეუმცირა.

ეს საფრანგეთის ლიგა 1-ში პირველი შემთხვევაა, როდესაც ფეხბურთელებს გასამრჯელო შეუმცირეს, თუმცა მსგავსი რამ უკვე მოხდა რაგბიში. "ამიენმა" ეს ნაბიჯი იმისათვის გადადგა, რათა მომავალში ფინანსურ პრობლემებს დაღწიოს თავი.

ლიგა 1 შეჩერებულია, 15 აპრილამდე არ განახლდება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული