დი მარიას მეუღლე: ინგლისი სამყაროს უკანალია, იქ ყველაფერი საზიზღარია

AutoSharing Option
პსჟ-ის ნახევარმცველ ანხელ დი მარიას მეუღლემ, ხორხელინა კარდოსომ "რეალსა" და "მანჩესტერზე" ისაუბრა.

"ვთვლი, რომ ანხელი მსოფლიოს საუკეთესო გუნდში, "რეალში" თამაშობდა. ყველაფერი იდეალური იყო: შესანიშნავი ამინდი, კარგი კერძები.
ერთხელ ანხელი მოვიდა და მითხრა, რომ "მანჩესტერი" ეპატიჟებოდა. მე ვუპასუხე, რომ არსად წასვლას არ ვაპირებდი და თუ დათანხმდებოდა, მარტოს მოუწევდა გადაბარგება. გადაწყვიტა და წამიყვანა.

"იუნაიტედმა" დიდი ფული შესთავაზა, "რეალმა" კი დაქირავებულები გვიწოდა. დიახ, ჩვენ დაქირავებულები ვიყავით.

თუ კომპანიაში მუშაობ და კონკურენტი კომპანია ორმაგ ხელფასს გთავაზობს, სამუშაოდ იქ გადახვალ.

მანჩესტერში საცხოვრებლად გადასვლა არ მინდოდა,
რადგან მაშინ სერხიო აგუეროს მეუღლესთან, ჯანინა მარადონასთან ვმეგობრობდი.

უქმეებზე ინგლისში ჩავფრინდით, ეს საშინელება იყო! ყველაფერი საშინელება იყო! როდესაც უკან გამოვბრუნდით, ანხელს განვუცხადე, სადაც გინდა, იქ წადი, ოღონდ ინგლისში არა-მეთქი.

ერთი წლის შემდეგ საბოლოოდ გადავედით. ეს საშინელება იყო. სამყაროს უკანალი. მე იქ საერთოდ არაფერი არ მომეწონა. ქალები რაღაცნაირად გაძვალტყავებულები, დაძაბულები არიან... უცნაურები. საკვებიც საზიზღარია", - ციტირებს ხორხელინა კარდოსოს "მარკა".

მკითხველის კომენტარები / 10 /
NN_ს...

შენ რასაც ლაპარაკობ ეგ ჩემთვის კარგად ცნობილი თემაა,მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ,რომ დი მარიას გაუნათლებელ ვირ ცოლს ეგ საერთოდ საიმშიც არ ჰქონდა რამდენსაც შენ ლაპარაკობ!ინგლისელები მომწონს და ყველაფერი აქვთ მოსაწონი ქართველი რომ ამის კრიტიკას დაიწყებს ეგ არის პრობლემა მგონი საერთოდ ზედმეტად მტკივნეულად მოგვხდა და არ აიწვა
აბგდ
07 მაისი 2020 14:43
12
ადექვატურად რომ გაგეგო ჩემი კომენტარი მიხვდებოდი რომ ინგლისელებზე კი არა ქართველებზე მაქვს ლაპარაკი - ქართველების სნობიზმზე რაც თუნდაც იმაში გამოიხატება რომ ვიღაცას რომ არ მოწონს ინგლისი ის გაუნათლებელი და ვირია - აი მაგას ქვია გაფეტიშება რამის და სნობიზმი
NN
07 მაისი 2020 17:09
0
მერე რა პრობლემაა... კარგად გაისაპნე თავი და ჰერი ინგლისში... ჟოპალეზები ყველგან ჭირდებათ
აბგდ-ს
07 მაისი 2020 15:51
0
ყველა გამოხმაურება
ამან რომ არ ილაპარაკოს, ის უფრო უნდა გაგვიკვირდეს. ეს ბრიტანეთს ჩასწვდება ვირი ხეზე ავა.
ფეხბურთი
07 მაისი 2020 12:55
8
ფოლკლენდის კუნძულების გადამკიდე სხვას რას იტყოდა :)
აუფ
06 მაისი 2020 22:56
5
ძაან არ ცოდნოდა ეხლა მაგას ეგ ამბავი..
პაპა
07 მაისი 2020 12:24
2
რა კომენტარი უნდა გააკეთო ამაზე? არგენტინელი ლაპარაკობს ინგლისზე საშნელება არისო :დ
აბგდ
06 მაისი 2020 22:15
9
არ მიკვირს არგენტინელი რომ ინგლისს ლანძღავს. ჯერ ერთი პოლიტიკური თემაა, მეორეც, ზოგადად სამხრეთელისათვის, თანაც მილიონერისათვის, მართლა რთულია ინგლისში ცხოვრება. უცნაური წესები.. ტრადიციები.. გაფხორილი და ამპარტავანი ინგლისელები..არ უნდა და მოკალი.
კაცს რომ მილიონები აქვს და სამხრეთელია სულით ინგლისში რა უნდა.
გიორგი
07 მაისი 2020 12:13
0
საშინელება კი არა ძალიან ბუნებრივია რომ არგენტინელს ინგლისი არ მოწონდეს - აი ქართველებს რომ მოგწონთ ინგლისი და მერე ინგლისელებზე უფრო ინგლისელობაზე რომ იწყებთ თავის დადებას აი ეგ არის საშინელება კომედიურ სპექტაკლში :)))
NN
07 მაისი 2020 01:04
0

სიახლეები პოპულარული