
მატჩის შემდეგ ტურინელთა ერთ-ერთი გულშემატკივარი გუნდის შემტევის, ანხელ დი მარიას თამაშით იყო უკმაყოფილო და მან თავისი პოზიცია Instagram-ზე დააფიქსირა.
ამ ადამიანს არგენტინელი ფეხბურთელის მეუღლე ხორხელინა კარდოსო გამოეხმაურა, რომელმაც ფანს შემდეგი პასუხი გასცა:
"დი მარია არ არის მწვრთნელი და არ ამზადებს გუნდს მატჩებისთვის. მას დაცვაში ჯდომა ურჩევნია.
მოკეტე, სულელი ხარ თუ ამის დაწერისთვის გიხდიან?!", - უპასუხა დი მარიას მეუღლემ.
შეგახსენებთ, რომ კარდოსო ადრე მეუღლის გულისთვის ადილ რამისაც დაუპირისპირდა.