ყველაფერი მატჩის 96-ე წუთზე მოხდა და საბოლოოდ დიდ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. ეპიზოდის მთავარი გმირები საბოლოოდ მაინც პარიზელების ვარსკვლავი - ნეიმარი და მარსელის მცველი ალვარო აღმოჩნდნენ.
ნეიმარი მომხდარს მატჩის შემდეგ საკუთარ "ტვიტერზეც" გამოეხმაურა და ალვაროს რასიზმის გამოვლინებაში დასდო ბრალი.
![ნეიმარი VS ალვარო მოედნის გარეთაც გაგრძელდა [VIDEO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/4bc03d5d15e56a715d7310f472ec9651.png)
"ვარმა დააფიქსირა ჩემი მცირე აგრესია. ახლა კი მე მინდა დავინახო იმ რასისტის სახე, რომელმაც მე "მაიმუნი და ბ..ის შვილი" მიწოდა." - დაწერა ნეიმ საკუთარ "ტვიტერზე".
ახსნა-განმარტება ალვარომაც სოციალური ქსელით გააკეთა. მან "მარსელის" ფერადკანიან მოთამაშეებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: "აქ რასიზმს ადგილი არ აქვს, უბრალოდ ხანდახან წაგება უნდა შეგვეძლოს."
ნეიმარმაც არ დაახანა და მაშინვე უპასუხა "მარსელის" მცველის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს: "შენ არ ხარ ადამიანი, რომელიც საკუთარ შეცდომებს აღიარებს. წაგება სპორტის განუყოფელი
ნაწილია. მე საუბარი შეურაცხყოფასა და რასიზმზე მაქვს. მე შენ პატივს არ გცემ. საუბარი გამოასწორე და იყავი კაცი... რასისტო."
![ნეიმარი VS ალვარო მოედნის გარეთაც გაგრძელდა [VIDEO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/ac4515b8f773ec04e277476e9754eba8.png)
ნეიმარმა მეტოქეს თავში მუშტი ჩაარტყა - მსაჯმა ჩხუბის გამო 97-ე წუთზე 5 ფეხბურთელი გააძევა [VIDEO]
ნეიმარი: ვნანობ ჩემს საქციელს, იმ ნაბი....თვის ცხვირ-პირი უნდა დამელეწა