ლეო მესი და მისი ოჯახის წევრები ფრანგულს სწავლობენ...

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესი ზაფხულში შეიძლება პსჟ-ში გადავიდეს.

მესი და მისი ოჯახის წევრები ფრანგულ ენას სწავლობენ და აქედან შეიძლება იმის დასკვნა, რომ ლეოს პსჟ-ში და არა "მანჩესტერ სიტიში" გადასვლა აქვს გადაწყვეტილი, - იტყობინება Canal+ -ის ჟურნალისტი ჟოფრეი გარეტიე.

თურმე, მესის მეუღლე ანტონელას მანჩესტერში ცხოვრებას პარიზში ურჩევნია.

"ბარსას" პრეზიდენტობის სამივე კანდიდატი მესის შენარჩუნების შესახებ კი აკეთებს განცხადებებს, მაგრამ საკითხავია, შეძლებს ლამის მილიარდევროიანი ვალის მქონე კლუბი თუნდაც მისი უზარმაზარი ხელფასის გადახდას?

ისე, შეუძლებელი არაფერია, რადგან ვალების რესტრუქტურიზაცია შესაძლებელია და კატალონიურ კლუბს ინვესტიციების
მოზიდვა არ უნდა გაუჭირდეს.

მესის ზაფხულში "ბარსელონასთან" კონტრაქტი უმთავრდება და თავისუფალი აგენტი გახდება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩემმა მეზობელმა დაიწყო ფრანგულის სწავლა და ისიც პსჟ-ში მიდის ადბათ და მე მიმალავს.
w
27 იანვარი 2021 15:49
3
ხა ხა ხა,წ სად გავიცინოთ???
w-s
28 იანვარი 2021 12:44
1
აბა ბარსას ერთგულიაო და კუბოს კარებამდე ჩაყვებაო.ბარსა მესისტები რას მოიგონებთ მის გასამართლებლად.შანტაჟით რომ უაზრო ხელფასი დაანიშნინა მისი საფასური რა გააკეთა.8-2 წააგო?ან პსჟ და ბარსა თუ შეხვდება ერთმანეთს ვისკენ იქნებით.
ასეა ეს
27 იანვარი 2021 11:56
6
რამე მხიარული ფილმი ნახე, კარგ მუსიკას მოისმინე, სუფთა ჰაერზე გაისეირნე, ძილის წინ თაფლიანი წყალი დილიე და ფეხბურთზე და მესიზე ფიქრს თავი დაანებე, ხომ ხედავ შენზე ცუდად მოქმედებს.)))
არტ
27 იანვარი 2021 15:04
0
პარიზს ორი კონტრაქტი უკვე შეთანხმებული აქვს რამოსთან და მესისთან. რაც არ უნდა წინადადებით მიმართონ სხვა კლუბებმა პსჟ მაინც გადაფარავს. ჰოდა მოუგია პსჟ-ს ლიგა და ეგაა...პლუს პოჩეტინო.
emigranti
27 იანვარი 2021 03:13
0

სიახლეები პოპულარული