ლეო მესი და მისი ოჯახის წევრები ფრანგულს სწავლობენ...

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესი ზაფხულში შეიძლება პსჟ-ში გადავიდეს.

მესი და მისი ოჯახის წევრები ფრანგულ ენას სწავლობენ და აქედან შეიძლება იმის დასკვნა, რომ ლეოს პსჟ-ში და არა "მანჩესტერ სიტიში" გადასვლა აქვს გადაწყვეტილი, - იტყობინება Canal+ -ის ჟურნალისტი ჟოფრეი გარეტიე.

თურმე, მესის მეუღლე ანტონელას მანჩესტერში ცხოვრებას პარიზში ურჩევნია.

"ბარსას" პრეზიდენტობის სამივე კანდიდატი მესის შენარჩუნების შესახებ კი აკეთებს განცხადებებს, მაგრამ საკითხავია, შეძლებს ლამის მილიარდევროიანი ვალის მქონე კლუბი თუნდაც მისი უზარმაზარი ხელფასის გადახდას?

ისე, შეუძლებელი არაფერია, რადგან ვალების რესტრუქტურიზაცია შესაძლებელია და კატალონიურ კლუბს ინვესტიციების
მოზიდვა არ უნდა გაუჭირდეს.

მესის ზაფხულში "ბარსელონასთან" კონტრაქტი უმთავრდება და თავისუფალი აგენტი გახდება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩემმა მეზობელმა დაიწყო ფრანგულის სწავლა და ისიც პსჟ-ში მიდის ადბათ და მე მიმალავს.
3
აბა ბარსას ერთგულიაო და კუბოს კარებამდე ჩაყვებაო.ბარსა მესისტები რას მოიგონებთ მის გასამართლებლად.შანტაჟით რომ უაზრო ხელფასი დაანიშნინა მისი საფასური რა გააკეთა.8-2 წააგო?ან პსჟ და ბარსა თუ შეხვდება ერთმანეთს ვისკენ იქნებით.
ასეა ეს
11:56 27-01-2021
6

სიახლეები პოპულარული