გადაწყვეტილია: მესის კონტრაქტი პსჟ-ში, ნომერი და ყველა დეტალი!

AutoSharing Option
ერთდროულად რამდენიმე სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას, რომ უგუნდოდ მყოფი 34 წლის არგენტინელი თავდამსხმელი ლეო მესი დიდი ალბათობით კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს და უკვე დეტალებსაც იუწყებიან.

მოლაპარაკებას "პარი სენ ჟერმენთან" ფეხბურთელის მამა აწარმოებს, რომელიც შვილის აგენტია და ხელშეკრულების ყველა დეტალზე შეუთანხმდა.

ნეიმარის შეთავაზებულ 10-ნომრიან მაისურზე მესიმ უარი თქვა და ახალ გუნდში 19 ნომერს აიღებს. ამ ნომრით ის კარიერის დასაწყისში "ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრებში თამაშობდა.

RMC Sport-ის ცნობით, ლეო პარიზულ კლუბთან 2+1 სისტემის კონტრაქტს გააფორმებს და ამის შესახებ ოფიციალურად ამ უქმეებზე გამოაცხადებენ.

პსჟ იმედოვნებს,
რომ ფორვარდი კილიან მბაპე მესის ტრანსფერის შემდეგ წასვლას გადაიფიქრებს და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დარჩება გუნდში.

მკითხველის კომენტარები / 26 /
ვხედავ სახელი სწორად შეგირჩევია ,,კომბლე", მაგრამ ფეხბურთი რა შუაშია?
პეტრე
07 აგვისტო 2021 16:27
3
ამ ხნის კაცს უკვე მობეზრებულიც აქვს სირბილი, მე ის მიკვირს, კიდევ კარიერაზე რომ ფიქრობს,
დაჯე დაისვენე, რას დახტიხარ, არ მოგბეზრდა ეს მაიმუნობა?
კ ო მ ბ ლ ე
07 აგვისტო 2021 14:08
42
ალვეში, ოლიმპიადაზე მაგრად დარბის, თანაც 38-წლის არის. ისე, რომ პროფესიანელებისთვის ასაკს მნიშვნელობა არა აქვს. ამიტომ კომბლე, სანამ რამეს იტყვი მესიზე, დაფიქრდი.
კომბლეს
07 აგვისტო 2021 16:36
2
შენ მართლა კომბლე რა.....
გია
07 აგვისტო 2021 16:23
1
ყველა გამოხმაურება
ეს პსჟ ნამეტანი არასერიოზული გუნდი ყოფილა. ამას სელექცია არ ჰქვია-ესაა ცირკი. მბაპე გაუშვან და 34 წლის ვარსკვლავები დაიმატონ+ის ბრაზილიელი ცირკის გასტროლიორი. რასაც მოიგებს, გაგახსენებთ 1 წლის თავზე.
ბოსკამპის უკვდავი ფრაზა
07 აგვისტო 2021 14:05
12
პსჟ-ს არ ეშლება ფულის ხარჯვა და რატომ გეტყვი. მბაპე წარსულია იმ უბრალო გაგებით რო დიდი ხანია რეალში აპირებს და ვერაფერს ვერ უხერხებენ პსჟ-ში. წელს თუ არ გაყიდეს რეალში გაისად უფასოდ წავა იმავე რეალში როგორც თავისუფალი აგენტი. ასე რომ ყველაფერი სწორად აქვს დათვლილი პსჟ-ს. მბაპეში რეალი მინიმუმ 150 მილიონს იხდის და მესი უფასოდ ერიცხებათ გუნდში. გამოდის რო მარტო ლეოს ხელფასი აქვთ გადასახდელი მაქსიმუმ 100 მილიონი, პლიუს ლეოს აქსესუარები და ათასი გასაყიდი საქონელი რაც ბევრად მეტს მოუტანს პსჟ-ს ვიდრე მბაპეს მაისურები. და მთავარი ლეო არაფრით ნაკლები არ არის მბაპეზე თუნდაც დღეს.ისე რომ პსჟ-ს ზარალი კი არა მოგება ელოდება. ლეოს მარტო მაისურების გაყიდვით და ბარსაში რეკლამებით 200 მილიონი მოქონდა გუნდისთვის და ტყუილად არ დარდობდნენ ნაიკი და რაკუტენი რომ ბარსასთან კონტრაქტები წამგებიანი გახდებოდნენ. მოკლედ აქ უამრავი წვრილმანია და მეტი უნდა იკითხო რომ ყველაფერს ჩაწვდე.
ბოსკამპის უკვდავი ფრაზა-s
07 აგვისტო 2021 17:02
1
აბა ჭკუის კოლოფო შენ რას იზავდი ხალიფას ადგილას? არ რჩება კაცი და ხოარ მოკლავს?
ტვინიკოსას
07 აგვისტო 2021 15:15
0
ყველა გამოხმაურება
საფრანგეთის ჩემპიონატში რა უნდოდა?:)))
ეს მესი ვერაა მთლად მესი. უკვე პენსიისკენ წავიდა.
:)
07 აგვისტო 2021 12:39
7
აბა ჩიხურაში უნდა გადმოსულიყო? ვინც დაპატიჟა იქ წავიდა კაცი პროფესიონალია, როგორიც მსოფლიოს არ უნახავს და შენ რეებს ბოდიალობ.
საფრანგეთში რა უნდოდა???
07 აგვისტო 2021 17:07
2
ერთი დიდი ცირკია ეხლანდელი საკლუბო ფეხბურთი.პირადად ჩემთვის ჩემპიონთა ლიგა არანაირ ინერესს არ იწვევს.უკვე ცნობილია ნახევარფინალისტები აქ.
Master
07 აგვისტო 2021 11:26
1
მესის მერე რონალდოც რო გაიფორმონ არც ეგ იქნება გასაკვირი... ამ დროს კი მაფიოზა უეფა ჩუმად არის... ზოგს თავში იმდენი ტილი არ ყავს რამდენი მილიარდიც ამ შეიხს აქვს და სემიჭკის ფულად ყიდულობს ყველას და ყველაფერს თავისი რა მიდის ჭიდან წლის მაგივრად ნავთობი ამოსდის.... პერესი მართალია უნდა შეიქმნას სუპერლიგა და არუნდა იყვნენ იქ პსჟ და სიტის ძალით აყვავებული გუნდები.
რომა
07 აგვისტო 2021 11:12
4
ცენტრალური თავდამსხმელი არ ყავთ.
რონიც იყიდონ ბარემ და ეგაა :)
ყველადროის სუპერ გუნდს შექმნიან :)
რონის გარეშე აი ნახავთ ისევ ვერმოიგენებ ლიგას :)
las
07 აგვისტო 2021 09:07
10
ამ გუნდზე ფეირპლაი არ მოქმედებს ხო კარგა ხანია? მგონი 300 მილიონი უგროვდებათ სახელფასო ბიუჯეტი, სხვა გუნდს მაგის მესამედს არ შეარჩენენ
დათო
07 აგვისტო 2021 08:50
0
ფეხბურთის აზრზე რო არა ხარ ვხედავთ, მაგრამ მათემატიკაც არ გისწავლია სკოლაში?
რაის ფეირ პლეი? კაცს იფორმებენ უფასოდ თავისუფალ აგენტად, სამაგიეროდ ყიდიან თავიანთ ფეხბურთელს მბაპეს, რეალში 150 მილიონად. მბაპეს მესიზე მეტი ხელფასი ქონდა და სახელფასო უწყისიც შემცირდა. ფეირ პლეი კი არა მინიმუმ 150 მილიონო მოგება აქვს და კიდევ რო ვინმე დაიმატოს არც ის გაგიკვირდეთ.
დათო-ს
07 აგვისტო 2021 17:13
2
მესის სახე ვის ფარავს?)
lasha
07 აგვისტო 2021 01:00
0
არავის არ ფარავს, კარგად დააკვირდი და დაინახავ, რომ სამნი არიან.
ლაშას
07 აგვისტო 2021 15:05
3
მესი და რამოსი ერთად,საინტერესოა,ბარემ რონალდო და პიკეც დაიმატოს პსჟ-მ და ეგ არის;)))
Caruzo9
07 აგვისტო 2021 01:00
1

სიახლეები პოპულარული