რონალდინიო მესის პსჟ-ში გადასვლას გამოეხმაურა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა რონალდინიომ 34 წლის ლეო მესის პსჟ-ში გადასვლაზე "ინსტაგრამში" დაწერა.

"ჩემთვის "პარი სენ ჟერმენში" გამოსვლა დიდი ბედნიერება იყო, ახლა კი ამ კლუბის მაისურით ჩემი მეგობრის ხილვა მახარებს.

ლეო, დაე, შენც უამრავი სასიამოვნო მომენტი გქონდეს პარიზში! ბრწყინვალე, ვარსკვლავური შემადგენლობაა. ჩემპიონების სურნელს ვგრძნობ", - დაწერა "რონიმ".

გუშინ, 10 აგვისტოს, პარიზულმა გრანმა არგენტინელი ფენომენი 2 წლით გაიფორმა. დღეს კი, 11 აგვისტოს, თავდამსხმელი "პარკ დე პრენსზე" პირველ პრესკონფერენციას გამართავს.

altპსჟ-მა მესის პრეზენტაცია მოაწყო

მკითხველის კომენტარები / 7 /
მემგონი თავისი სურვილით არ წასულა,არ მიცეს საშუალება ლალიგაში ეთამაშა და აბა რაექნა? ხელფასის განახევრებაზეც თანახმა იყო,ისიც არ აღმოჩნდა საკმარისი და მუქთად ნაღდად არ ითანაშებდა
გულშემატკივარი
15:24 11-08-2021
0
ვინმემ დათვალა, რამდენი აქვს ხელფასის სახით მესის აღებული ბარსაში, მე როგორც ვიცი მილიარდზე მეტი, ამის მერე ტიპი ტირის და ისე მიდის სხვა კლუბში, კი ბატონო, გადადი სადაც მეტს გიხდიან, მაგრამ ცრემლები??? ეს ხომ ნიანგის ცრემლებია. მე არ ვცემ პატივს ასეთ ტიპებს, თუნდაც ეს მესი იყოს. გადარია ფულმა ეს ხალხი, გადარია. ფუჰ შენი და შენი არჩევანისაც.
40

სიახლეები პოპულარული