
azerisport.com იტყობინება, ვიზიტის ფარგლებში ის უკვე ეწვია ბაქოს საფეხბურთო კლუბების "საბაჰის", "ზირასა" და "ნეფტჩის" აკადემიებს.
ღონისძიების ფარგლებში, აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა სარხან ჰაჯიევმა რონალდინიოს აზერბაიჯანის ნაკრები მაისური გადასცა და ხუმრობით უთხრა, რომ მათი ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფერნანდო სანტუში აზერბაიჯანის ნაკრებში ელოდება.