"ჩემთვის "პარი სენ ჟერმენში" გამოსვლა დიდი ბედნიერება იყო, ახლა კი ამ კლუბის მაისურით ჩემი მეგობრის ხილვა მახარებს.
ლეო, დაე, შენც უამრავი სასიამოვნო მომენტი გქონდეს პარიზში! ბრწყინვალე, ვარსკვლავური შემადგენლობაა. ჩემპიონების სურნელს ვგრძნობ", - დაწერა "რონიმ".
გუშინ, 10 აგვისტოს, პარიზულმა გრანმა არგენტინელი ფენომენი 2 წლით გაიფორმა. დღეს კი, 11 აგვისტოს, თავდამსხმელი "პარკ დე პრენსზე" პირველ პრესკონფერენციას გამართავს.
პსჟ-მა მესის პრეზენტაცია მოაწყო