"პარკ დე პრენსზე" ახალწვეულები წარადგინეს, მბაპეს უსტვინეს, პსჟ-მა გიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"სტრასბურგთან" საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩის წინ პსჟ-მა ახალწვეულები - ლეო მესი, ჯანლუიჯი დონარუმა, სერხიო რამოსი, ჟორჟინიო ვეინალდუმი და აშრაფ ჰაკიმი წარადგინა.

თამაშის დაწყებამდე სტადიონზე ფეხბურთელების გვარების გამოცხადებისას გულშემატკივრებმა თავდამსხმელ კილიან მბაპეს უსტვინეს - სავარაუდოდ, "რეალში" შესაძლო გადასვლის გამო.

რაც შეეხება მატჩს, პსჟ-მა 4:2 მოიგო. გოლები იკარდიმ, მბაპემ, დრაქსლერმა და სარაბიამ გაიტანეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული