L'Equipe-ის ცნობით, "პარი სენ ჟერმენის" არგენტინელ ვარსკვლავს, ლიონელ მესის, მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს კომპეტენციასა და სწორ ტაქტიკურ ხედვებში ეჭვი ეპარება.
წყაროს ცნობით, "ალბისელესტეს" კაპიტანი და მისი გარშემომყოფები თვლიან, რომ თანამემამულის მიერ შერჩეული ტაქტიკური მონახაზი ლეოს სათამაშო სტილს არ შეეფერება, რის გამოც სათანადოდ საკუთარ თავს ვერ წარმოაჩენს და დიდი კრიტიკის ქვეშ ექცევა.
შეგახსენებთ, მესი 2021 წლის აგვისტოს თვეში "ბარსელონადან" პსჟ-ში გადაბარგდა, ლიგა 1-ში 9 შეხვედრა გამართა და თავი 1 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა.
მომზადებულია championat-ის მიხედვით