პოჩეტინოს წყალი შეუყენეს - პსჟ-ს სათავეში ფრანგული დუეტი ჩაუდგება?

AutoSharing Option
"მუნდო დეპორტივოს" მტკიცებით, თავდამსხმელ მესის გარდა, პსჟ-ის მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინოს მუშაობით კლუბის ხელმძღვანელობაც უკმაყოფილოა.

გამოცემა ირწმუნება, რომ პოჩეტინოს ნდობის ვოტუმი პრაქტიკულად ამოწურულია. კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა გუნდის უშინაარსო თამაშით, მესის დაბალი შედეგიანობითა და გუნდის მართვაში პოჩეტინოს უმნიშვნელო როლით.

Foot Mercato-ს ცნობით კი, "პარი სენ ჟერმენი" შეიძლება ზინედინ ზიდანმა ჩაიბაროს, ხოლო კლუბის სტრატეგიულ განვითარებას არსენ ვენგერმა უხელმძღვანელოს, რომელიც ამჟამად უეფაში მუშაობს. ვენგერის დანიშვნით დაინტერესებულნი არიან თავად ზიდანი და კლუბის პატრონი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაუ! არასოდეს არ ვიყავი პსჟ-ს გულშემატკივარი, მაგრამ ზიზუ....
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული