UOL Esporte იტყობინება, რომ თავდამსხმელი კილიან მბაპე გუნდში არგენტინელების გავლენით უკმაყოფილოა.
გამოცემის მტკიცებით, 23 წლის მბაპე კონტრაქტის გაგრძელების შემდეგ მკვეთრად შეიცვალა და თანაგუნდელები თვლიან, რომ განებივრებული და აუტანელია. მან კლუბის პრეზიდენტ ნასერ ელ ჰელაიფის გუნდიდან "არგენტინის რესპუბლიკის" გაგდება მოსთხოვა.
"რესპუბლიკაში" ლეო მესი, ანხელ დი მარია, მაურო იკარდი და ლეანდრო პარედესი შედიოდნენ, აგრეთვე მათი მეგობრები ანდერ ერერა, კეილორ ნავასი და ნეიმარი.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მბაპემ ნეიმარის გაყიდვა მოითხოვა, თუმცა "პარი სენ ჟერმენის" დირექტორ ლუიშ კამპუშთან შეხვედრის შემდეგ ინციდენტი ამოიწურა.
მბაპემ
ასევე თქვა, რომ სამხრეთ ამერიკაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში დაბალი კონკურენციაა, რამაც "მირორის" ცნობით, მესი და ნეიმარი გააღიზიანა და მათ შორის დაძაბული ურთიერთობაა.
ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა ტიტემ მბაპეს უპასუხა, რომ მათ მეტოქედ აზერბაიჯანი არ ჰყავთ.
ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა ტიტემ მბაპეს უპასუხა, რომ მათ მეტოქედ აზერბაიჯანი არ ჰყავთ.