"პსჟ ნამდვილი განავალია" - ბელგიელმა ფეხბურთელმა მოჰყვა, რა უთხარ მესიმ პარიზული გუნდის შესახებ

AutoSharing Option
33 წლის ბელგიელმა ნახევარმცველმა ბრეხტ დეჟაგერმა მოჰყვა, თუ რა უთხრა ლიონელ მესიმ პსჟ-ის შესახებ. დეჟაგერი 2020/23-წლებში ფრანგული "ტულუზას" ღირსებას იცავდა, ახლა კი სამშობლოში ბურთაობს.

"მესიმ მითხრა, რომ პსჟ ნამდვილი განავალია. ლეო ამბობდა, რომ ის პარიზში კარგად მიიღეს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ყოველი წარუმატებლობის შემდეგ უსტვენდნენ, რამაც მის განწყობაზე იმოქმედა", - იხსენებს დეჟაგერი RTBF-თან ინტერვიუში.

შეხსენებისთვის, მესიმ პსჟ-ში თამაშის პერიოდში ჯამში 75 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 32 გოლი გაიტანა და 34 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.