"მესის მსოფლიო ჩემპიონობა აჩუქეს, ეს ყველაფერი წინასწარ იყო დაწერილი" - პატრის ევრას სკანდალური განცხადება

AutoSharing Option
ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ, RMC Sport-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი აზრით, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მესის მოაგებინეს.

"გასაგებია, რომ 2018 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატი არ მოგვიგია, მაგრამ დეშამის მიმართ უპატივცემულობაა, როდესაც აცხადებენ, რომ ის ცუდი მწვრთნელია და სასწრაფოდ უნდა წავიდეს. ზიდანზე კი არ უნდა ვისაუბროთ, არამედ ფოკუსირებული დეშამის მუშაობაზე უნდა ვიყოთ. 

ყველამ ვიცით, რომ 2022 წელს ლიონელ მესის მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინეს. ეს ყველაფერი მუნდიალის დაწყებამდე დაწერილი იყო. ფრანგებსაც კი სურდათ, რომ მესის გაემარჯვა. 

პირადად მე, დიდიე დეშამს წარმატებებს ვუსურვებ",
- განაცხადა პატრის ევრამ.

alt"გვარდიოლამ ფეხბურთი მოკლა, მისი ბრალია, რომ დღეს რობოტებს ვუყურებთ" - ევრამ პეპი გააკრიტიკა

alt"ბოდიშს ვიხდი, ყველა მატჩში გოლს ვერ გავიტან, ევროპაში ბევრად უკეთესი მოედნებია" - ვინისიუსი პარაგვაისთან მარცხის შემდეგ

alt"ნაპოლიმ" მოიშორა ფეხბურთელი, რომელიც ლუკაკუზე ბევრად კარგი მოთამაშეა" - ანტონიო კასანო


მკითხველის კომენტარები / 16 /
ამაზეა სწორედ ნათქვამი, კუმ ფეხი გამოყოო...
სიმართლე
01:15 21-03-2025
0
ისე ევრა 2006-ში არ იყო ნაკრებში და საფრანგეთი ფინალში იყო. მერე 2008-დან 2016-მდე თამაშობდა ევრა და ფრანგებს ჯგუფიდან გასვლა უხაროდა. წავიდა ევრა და საფრანგეთი ჩემპიონი გახდა და კინაღამ მეორეც მოიგო. შურს რათქმაუნდა ყველასი, ვინც ჩემპიონი გახდა.
ევრა გასკდი გულზე
00:57 21-03-2025
0

სიახლეები პოპულარული