ხვიჩა საფრანგეთის თასზე - დონარუმა განაცხადს მიღმა, დაისვენებენ ბარკოლა და დემბელე?!

AutoSharing Option
საფრანგეთის თასის 1/8 ფინალში მოქმედი გამარჯვებული პსჟ მეორელიგელ "ლე მანს" სტუმრად, "სტად მარი-მარვინგტზე"(25 064) ეთამაშება - დღეს საღამოს, 4 თებერვალს(თბილისის დროით უკვე ოთხშაბათს, 00:10 სთ-ზე).

პარიზელებს თასის წინა ეტაპზე მესამე ლიგის წარმომადგენელთან საკმაოდ გაუჭირდათ და "ესპალის" წინააღმდეგობა ბოლოსღა დაძლიეს (გოლები: ზაირე-ემერი, დუე, ბარკოლა, რამოში). პსჟ ამ სტადიაზე მეთორმეტედ გავიდა და ამ პერიოდში შვიდჯერ თასი აღმართა. ბოლო ფინალი "ლიონის" წინააღმდეგ (2:1 მოიგეს) იყო. 59 მატჩია, ლუის ენრიკეს გუნდს საშინაო არენაზე არ წაუგია.

ზაირე-ემერი და ნევეში არ მომჯობინებულან. მოსალოდნელია, რომ დიდებულ ფორმაში
მყოფი უსმან დემბელე დაისვენებს, ისევე როგორც ბრედლი ბარკოლა. ხვიჩა კვარაცხელია (დებიუტი კიდევ ერთ ტურნირზე ექნება) მარცხნიდან შეუტევს, მასთან ერთად კი წინა ხაზზე გომსალო რამოში და დეზირე დუე იქნებიან. როტაცია მეკარესაც შეეხება და ჯანლუიჯი დონარუმას (განაცხადში არაა, ისევე როგორც მარკინიოსი) რუსი კიპერი მატვეი საფონოვი ჩაანაცვლებს (წინა ეტაპზე ესპანელი ტენასი ვნახეთ. გუნდშია 20 წლის პორტუგალიელი მუკეც). წესით, დრო 17 წლის ცენტრალურ მცველ ტაპესა და 18 წლის მარჯვენაფლანგელ ზაგესაც უნდა მიეცეთ.

Sportall.Ge

"ლე მანს" პსჟ-სთან იშვიათი გამარჯვება 2010 წელს (1:0) აქვს, როცა მათ კარს თბილისის "დინამოდან" წასული დიდიე ოვონო იცავდა, სათადარიგო კი გიორგი მაკარიძე იყო(მანამდე აქ ამირან სანაია გამოდიოდა). დედაქალაქელთა რიგებში იმ მატჩში მამადუ სახო თამაშობდა, რომელიც ახლა ქუთაისის "ტორპედოშია." პარიზელებს მაშინ მაკელელე კაპიტნობდა, აქ იყო სერბი მატია კეჟმანი...

პსჟსა და ხვიჩა კვარაცხელიას მართლაც დატვირთული კალენდარი აქვთ - ამის შემდეგ, პარასკევს, "მონაკოსთან" შეხვედრაა, შემდეგი ორი შუა კვირა კი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს დაეთმობა. თებერვლის ბოლოს გიორგი მიქაუტაძის "ლიონთან" პრინციპული დაპირისპირებაა.

დღეს, "ლე მანთან" მთავარი მსაჯი საერთაშორისო დონეზე ნაკლებად ცნობილი, 39 წლის აბდელატიფ ხერაჯი იქნება.

altროგორ ითამაშა კვარაცხელიამ - სირთულეები, სიახლეები, პერსპექტივები...

მკითხველის კომენტარები / 23 /
ორი სამი წლის შემდეგ პსჟ-დან შეიძლება ბარკოლაც, დემბელეც და ხვიჩაც წავიდეს (არ მგონია ხვიჩას გაუჭირდეს მათთან მეგობრული ურთიერთობის დამყარება, რაც ძალიან სასურველია).
მანამდე კი გუნდის არაბი მფლობელი მიზნის მისაღწევად, რომელიც ცხადია ჩემპიონთა ლიგის მოგებაა ყველაფერს გააკეთებს.
პრინციპში ხვიჩას მიზანიც ხო მაგია!
ხვიჩას საკმარისი დრო და ყველანაირი პირობა აქვს (ხელფასი კარგი, გარემო კარგი...) რომ ჩამოყალიბდეს ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ფეხბურთელად!
წარმატებები ხვიჩას!
ღმერთი ჩვენსკენ, ყველასკენ ბიჭებო!
თემური
19:40 04-02-2025
1
დიდი შეცდომა დაუშვა კვარაცხელიამ პსჟ-ში გადასვლით რადგან საფრანგეთის ჩემპიონატი ძაან დაბალი დონეა. სამაგიეროდ დიდი ფული იშოვნეს.ჯუღელმა საშვილიშვილოდ აიწყო საქმე.თან თუ ისე საშინლად ითამაშა როგორც ბოლო თამაში, ბარკოლას ღრმა სათადარიგეობა ელოდება,განსაკუთრებით გადამწყვეტ თამაშებში.ვინც კი პსჟ-ში გადავიდა ყველამ მაგრად დაუკლეს თამაშს მაგ.ნეიმარმა,მესიმ,განსაკუთრებით მბაპემ.
ჯერ mani,mani,mani მერე ფეხბურთი.
19:30 04-02-2025
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული