UEFA-ს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის მესი, ბუფონი და რონალდო იბრძოლებენ

AutoSharing Option
UEFA-მ ის სამეული გამოავლინა, რომლის წევრებიც 2016/17 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებენ. სამეული ლიონელ მესიმ ("ბარსელონა"), ჯანლუიჯი ბუფონმა ("იუვენტუსი") და კრიშტიანო რონალდომ ("რეალი") შეადგინეს.

მესიმ გასულ სეზონში ესპანეთის თასი მოიგო. ბუფონმა იტალიის ჩემპიონატი და თასი მოიგო, ასევე ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. რონალდომ კი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის ჩემპიონატში იზეიმა.

ათეულში ასევე მოხვდნენ: ლუკა მოდრიჩი ("რეალი"), ტონი კროოსი ("რეალი"), პაულო დიბალა ("იუვენტუსი"), სერხიო რამოსი ("რეალი"), კილიან მბაპე ("მონაკო"), რობერტ ლევანდოვსკი ("ბაიერნი"), ზლატან იბრაჰიმოვიჩი ("მანჩესტერ იუნაიტედი").

გამარჯვებულის ვინაობა ცნობილი 24
აგვისტოს გახდება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მესი რატო არის სამელში ვინემ შეგიძლიათ ამიხსნათ? 4-0 და 3-0 ჩაარჭეს და რახამც მესია მაგიტომ ყოველ წელს ტვინი უნდა გვიბურღონ.. მოდრიჩი რამოსი დიბალა უფრო იმსახურებენ აქ ადგილს
effe
14:21 16-08-2017
0
ძველ დიზაინს ეს ჯობია, უბრალოდ თეტრი ფონი შეცვალეთ ფერადით.
ლაშა
12:38 16-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული