UEFA-მ მარიო მანჯუკიჩის მიერ "რეალის" კარში გატანილი გოლი საუკეთესოდ აღიარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მარიო მანჯუკიჩი 2016/17 წლების სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი გახდა. ხორვატი ფეხბურთელი UEFA-ს ვებგვერდის სტუმრებმა აღიარეს.

UEFA-ს ვებგვერდზე ბოლო 2 კვირის განმავლობაში თავისი აზრი თითქმის 19 ათასმა გულშემატკივარმა დააფიქსირა, მათმა 26%-მა კი საუკეთესოდ მარიო მანჯუკიჩის მიერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის "რეალის" კარში გატანილი გოლი მიიჩნია.

მანჯუკიჩს მცირედით ჩამორჩა "ფენერბაჰჩეს" შემტევი მუსა სოუ, რომელმაც ხმების 25% მიიღო. მე-3 ადგილი, 20%-ით, მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა კაზემირომ დაიკავა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული