ამ უსიამოვნო ფაქტმა აღაშფოთა კლუბის ხელმძღვანელობა, შრეკს 300 ათასი ფუნტით დაჯარიმებას, რაც ფეხბურთელის ორკვირიანი ხელფასია და განმეორებით მსგავს სკანდალში გახვევის შემთხვევაში გუნდიდან გარიცხვით დაემუქრენ.
"დეილი მირორი" იტყობინება, რომ წვეულებიდან დაბრუნებულ უეინს მანქანაში მეძავი ეჯდა (ახლა სექს-მუშაკს რომ ეძახიან). ეს 29 წლის ლორა სიმპსონი გახლავთ, რომელიც "შეკვეთებს" ინტერნეტით იღებს. მისი მომსახურება კლიენტს კვირაში 150 ათასი ფუნტი პლუს
ლორა ამბობს, რომ ლამაზად ჩაცმა უყვარს, პრესტიჟულ რესტორნებში გემრიელი კერძების მირთმევა, ღვინის დაგემოვნება, სასიამოვნო კოპანიაში დროის ტარება, წვეულებებზე სიარული, ხშირად დადის დასავენებლად დუბაიში, მარბელასა და იბიცაზე, მალე კი საბერძნეთის კუნძულ მიკონოსზე გაემგზვრება.
რუნის მეუღლე კოლინი, რომელსაც სამი შვილი ყავს და მეოთხეს ელოდება, მომხდარი ფაქტის დროს მალიორკაში ისვენებდა და უცნობია რა რეაქცია ქონდა თანამეცხედრის საქციელზე.