კაკას თანაგუნდელი მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააპატიმრეს

AutoSharing Option
„ორლანდო სიტის“ ბრაზილიელი თავდამსხმელის კაკას თანაგუნდელი, 30 წლის კანადელი ნახევარმცველი უილ ჯონსონი შარში გაეხვა. ქალაქის პორტალმა WFTV-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეუღლესთან კამათი უნდოდა დიქტოფონზე ჩაეწერა, ქალმა წინააღმდეგობა გაუწია, შეხლა-შემოხლაში ქვაფენილზე თავით დაეცა და დაზიანებები მიიღო.

პოლიციაში მან განაცხადა, რომ გაშორებას აპირებენ და მომხდარ ინციდენტს მათი ორი ბავშვი არ შესწრებია. „ორლანდომ“ ამჟამად პატიმრობაში მყოფი ჯონსონი ვითარების გარკვევამდე გუნდიდან მოკვეთა.

უილი „ბლექბერნის“ დუბლებში და „ჰერენვენში“, თამაშობდა, თავისი ქვეყნის ნაკრებში კი 43 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაკა რა შუაშია
ზვიადი
10:15 08-09-2017
0

სიახლეები პოპულარული