
ბრაზილიელი თავდამსხმელი ალეშანდრო პატო კარიერას აშშ-ში გააგრძელებს.
31 წლის პატო "ორლანდო სიტიში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და ახალ გუნდში სეზონის ბოლომდე ითამაშებს.
ბრაზილიელმა "სან-პაულუ" ზაფხულში დატოვა და მას შემდეგ უქმად იყო. ის აგრეთვე "მილანში", "ჩელსიში", "ვილიარეალში", "კორინთიანსში", "ინტერნასიონალში" და ჩინეთის "ტიანცზინში" ასპარეზობდა.