კემპესი: მხოლოდ მარადონას ფანებს გაუხარდებათ, თუ მესი მუნდიალზე ვერ იასპარეზებს

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, მსოფლიოს ჩემპიონი მარიო კემპესი თვლის, რომ თუ მათი ეროვნული გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავა, ეს კატასტროფა იქნება:

მუნდიალი არგენტინისა და მესის გარეშე კატასტროფაა. ასეთი რამ მხოლოდ მარადონას ფანებს გაუხარდებათ. იტყვიან, რომ მათი კერპი ლეოზე უფრო მაგარი ფეხბურთელია და საუკეთესოა.

ვერ გამიგია, როდესაც ლაპარაკობენ, რომ ეროვნული გუნდის პრობლემა ფსიქოლოგიაშია. ამას იმ შემთხვევაში დავიჯერებდი, ჩვენი ფეხბურთელები გამოუცდელები რომ იყვნენ და მაყურებლებით სავსე სტადიონზე თამაში ეშინოდეთ.

მწვრთნელს სამპაოლის შეუძლია მხსნელად მოგვევლინოს. ამისათვის მას 90 წუთი აქვს. როდესაც ალბისელესტე ჩააბარეს,
მაშინ ყველამ მხსნელი უწოდა".

გადამწყვეტ მატჩს არგენტინა 11 ოქტომბერს სტუმრად ეკვადორთან ჩაატარებს და აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს. არგენტინის ნაკრები დღეს ჩავიდა ეკვადორის დედაქალაქ კიტოში და აეროპორტიდან სასტუმრომდე სტუმარი გუნდის ფეხბურთელები ავტომატიანმა პოლიციელებმა მიაცილეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული