უგო ლორისს 15 დღე გაუცდება

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის" მეკარემ უგო ლორისმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში მადრიდის "რეალთან "მატჩის მეორე ტაიმში ბარძაყის ტრავმა მიიღო, მაგრამ მაინც ბოლომდე ითამაშა.

საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა Evening Standard-ს აუწყა, რომ ლორისი 15 დღე იუქმებს და ამიტომ ორ უახლოეს ამხანაგურ შეხვედრაში, 10 ნოემბერს უელსთან და 14 ნოემბერს გერმანიასთან საასპარეზოდ არ გამოიძახა.

ამას გარდა, უგო გამოტოვებს 5 ნოემბერს პრემიერლიგის მე-11 ტურის მატჩს "კრისტალ პალასთან" და 18 ნოემბერს ლონდონის "არსენალთან" მისი თამაში სათუოა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული