ბატისტუტა: გავცოფდი, როდესაც მესიმ ჩემი რეკორდი დაამხო

AutoSharing Option
გაბრიელ ბატისტუტას არგენტინის ნაკრებში 77 მატჩში 54 გოლი აქვს გატანილი, ეს რეკორდი გახლდათ, რომელიც შარშან 22 მაისს ლეო მესიმ დაამხო. ახლა ლიონელის ანგარიშზე ალბისელესტეში 123 შეხვედრაში 64 გატანილი გოლია. ბატისტუტამ ამასთან დაკავშირებით ტელეკომპანია "ტელეფესთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა:

"ამან გამაცოფა. მართალი გითხრათ, ცოტა კი არა, მაგრად გამაცოფა. ეს რეკორდი ჩემი აღიარება იყო. მე მეკუთვნოდა. როდესაც რეკორდი დავამხე, მთელმა მსოფლიომ შეიტყო. არგენტინის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი ვიყავი.

საბოლოო ჯამში ის ჩემზე ორჯერ მეტს გაიტანს. მომწონდა რეკორდსმენობა. თავს იმით ვიმშვიდებ, რომ უცხოპლანეტელმა მაჯობა. შენს
ნებისმიერ რეკორდს დაამხობენ. ეს ჩვეულებრივი ამბავია".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული