ხავიერ მასკერანოს "ბარსელონა" ნაახალწლევს 10 მილიონად გაყიდის

AutoSharing Option
კარგა ხანია ეხვეწება ვეტერანი არგენტინელი მცველი ხავიერ მასკერანო "ბარსელონას" ხელმძღვანელობას, მაინც აღარაფერში არ გჭირდებით და ჩინეთის "ჰებეი ჩაინა ფორჩუნში" გამყიდეთო და მართალიცაა. 2010 წლიდან "ბარსასთვის" ბოლომდე დაიხარჯა, პრიმერაზე მიმდინარე სეზონში მხოლოდ ექვსჯერ ათამაშეს და ფეხბურთელის კარიერის დასრულების წინ ფინანსურად მომგებიანი ვარიანტი გამოუჩნდა.

ESPN-ის ცნობით, "ჰებეი ჩაინა ფორჩუნის" წარმომადგენლები კატალონიაში ჩავიდნენ და კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდნენ: ასულგრანა ტრანსფერში 10 მილიონ ევროს მიიღებს, ფეხბურთელს კი ორწლიან შრომით ხელშეკრულებას გაუფორმებენ (წელიწადში 8.5 მილიონს მიიღებს) და ახალ გუნდში ნაახალწლევს გადაბარგდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული