მსოფლიო ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავები და მათი სავარაუდო მომავალი კლუბები [PHOTO]

AutoSharing Option
სატრანსფერო ფანჯარა რამდენიმე დღეა გაიხსნა და რამდენიმე საინტერესო გარიგება უკვე შედგა.

ინგლისურმა საიტმა bleacherreport.com-მა 10 ამომავალი ვარსკვლავის და მათი სავარაუდო მომავალი კლუბების სია გამოაქვეყნა.

10) მუსა დემბელე - გლაზგოს "სელტიკმა" 22 წლის ფორვარდი ლონდონის "ფულემიდან" მოიყვანა და ორი სეზონია შესანიშნავ შთაბეჭდილებას ტოვებს.

მის მომავალ სავარაუდო კლუბად კი "ჩელსი" სახელდება.

Sportall.Ge

9) ლუკას ტორეირა - ურუგვაელი ფეხბურთელი, რომელიც 2015 წლიდან იტალიაში ასპარეზობს. ამჟამად გენუის "სამპდორიას" ღირსებას იცავს.

21 წლის ფორვარდის სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონ ევროს შეადგენს.

მისი შეძენის სურვილი კი "ევერტონმა" და
მილანის "ინტერმა" გამოთქვეს.

Sportall.Ge

8) რაიან სესენიონი - "ფულემის" აკადემის აღზრდილი ჯერ მხოლოდ 17 წლისაა და ლონდონელთა ძირითად გუნდში უკვე მეორე სეზონს ატარებს.

პლუს ამას, მას მიმდინარე სეზონში მცველისთვის უჩვეულო, 25 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი.

"ტოტენჰემი", "ჩელსი", "მანჩესტერი", "ლივერპული", - ეს იმ გრანდების ჩამონათვალია, რომლებიც უკვე ამ ფეხბურთელის გარშემო ტრიალებენ.

Sportall.Ge

7) მალკომი - მიმდინარე სეზონში შესანიშნავად გამოიყურება ჟირონდას "ბორდოს" 20 წლის ნახევარმცველი მალკომი.

ბრაზილიელმა 18 მატჩში მეტოქეთა კარი 7-ჯერ აიღო.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მის მიმართ ინტერესი არაერთხელ დაადასტურა და სამხრეთამერიკელიც ჟოზე მოურინიოსთვის ერთ-ერთი სასურველი ფეხბურთელია.

სავარაუდო ღირებულება - 50 მილიონი ევრო.

Sportall.Ge

6) გონსალო გუედეში - 21 წლის ფორვარდი პსჟ-ის საკუთრებაა, თუმცა მიმდინარე სეზონში "ვალენსიას" რიგებში განათხოვრების წესით ასპარეზობს.

პორტუგალიელი მართლაც შესანიშნავად გამოიყურება და "ვალენსიას" კარგ სეზონში მისი წვლილი ძალიან დიდია.

პსჟ-ს უეფას რეგულაციების გამო მისი გაყიდვა მოუწევს, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "არსენალი" კი მის ხელში ჩასაგდებად ემზადებიან.

Sportall.Ge

5) არტური - 21 წლის ნახევარმცველის გვარმა "ბარსელონას" სახელთან უკვე გაიჟღერა, თუმცა იგი კვლავ "გრემიოში" ირიცხება.

"მარკას" ინფორმაციით, კატალონიელებს ბრაზილიელის ყიდვა კვლავ სურთ და მის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროსაც ამზადებენ.

Sportall.Ge

4) კრისტიან პულისი - 19 წლის ნახევარმცველი აშშ-ის 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

იგი მიმდინარე სეზონში "დორტმუნდის" ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.

იურგენ კლოპი პულისს ფილიპე კოუტინიოს ერთ-ერთ შემცვლელად განიხილავს, თუმცა ფეხბურთელის დამატება ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედსაც" სურს.

Sportall.Ge

3) სერგეი მილინკევიჩ-სავიჩი - "ლაციომ" 22 წლის ნახევარმცველი 2015 წელს "გენკიდან" ინათხოვრა, სერბმა კი იმდენად კარგად წარმოაჩინა თავი, რომ რომაელებმა მალევე სრულფასოვანი კონტრაქტი გაუფორმეს.

მილინკევიჩ-სავიჩი ამბობს, რომ რომში ბედნიერია და არსად წასვლას არ აპირებს.

თუმცა, მისი დამატება ისეთ გუნდს სურს, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია".

Sportall.Ge

2) ლეონ გორეცკა - ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ნახევარმცველი მიუნხენის "ბაიერნს" ივლისში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

ფეხბურთელი "ბოხუმის" აკადემიის აღზრდილია, თუმცა მან სახელი "შალკეში" კარგი ასპარეზობით გაითქვა.

"ბაიერნში" მისი ტრანსფერი ოფიციალურად არ დადასტურებულა. ამიტომ აქვე ვთქვათ, რომ მისი დამატება "ლივერპულსაც" სურს.

Sportall.Ge

1) ტომას ლემარი - 22 წლის ნახევარმცველი ის ფეხბურთელია, რომელმაც "მონაკო", ბევრი შემოთავაზების მიუხედავად, ჯერჯერობით მაინც არ დატოვა.

თუმცა, ბოლო დროს ფრანგს ძალიან ბევრი ვარიანტი გამოუჩნდა და მონეგასკებსაც მისი შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ.

ყველაზე ახლოს ფეხბურთელის ხელში ჩაგდებასთან ლონდონის "არსენალია", თუმცა "მანჩესტერ სიტიც" მის ხელში ჩაგდებას ცდილობს.

Sportall.Ge


მკითხველის კომენტარები / 2 /
ანანიძე დაგავიწყდათ თუ რა ხდება?!
gulshematkivari
21:11 04-01-2018
0
არაბიძე?
მაქს კურტის
17:57 04-01-2018
0

სიახლეები პოპულარული