"მილანი" კიდევ ერთი ამერიკელი ფეხბურთელის დამატებას ცდილობს

AutoSharing Option
ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, "მილანი" "დორტმუნდის" 22 წლის ნახევარმცველის ჯოვანი რეინას დამატებას ცდილობს.

მისივე ცნობით, "როსონერისთვის" საწადელის მიღწევა ადვილი არ იქნება. ახალგაზრდა ფეხბურთელს "ბორუსიასთან" კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს და მის სატრანსფერო ღირებულებად 15-18 მილიონი ევრო სახელდება.

მიმდინარე სეზონში რეინამ ყველა ტურნირზე 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა. "მილანში" ორი ამერიკელი იუნუს მუსა და კრისტიან პულისიჩი უკვე თამაშობს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამერიკა კიარა გადმოხედეთ საქართველოს რამდენი ტალანტია
0

სიახლეები პოპულარული