"კიკერი" იტყობინება, რომ "არსენალი" დიდხანს უნდება დორტმუნდის "ბორუსიასთან" თავდამსხმელ პიერ-ემერიკ ობამეიანგის ფასზე შეთანხმებას და შეიძლება ვერც მოახერხოს მისი თავის გუნდში გადაყვანა.
სახელდობრ, გერმანული კლუბი 70 მილიონ ევროს ითხოვს, "მეთოფეები" კი 45 მილიონის და კიდევ 5 მილიონის ბონუსების სახით გადახდას არიან ყაბულს. მოკლედ, ვაჭრობა გაჭიანურდა და მოლაპარაკება ჩიხში შევიდა.