ირანში 35 ქალი დააკავეს, რომელთაც საფეხბურთო მატჩზე დასწრება სურდათ

AutoSharing Option
თეირანში 35 ქალი დააკავეს, რომელთაც "ესთექალსა" და "პერსეპოლისის" თამაშზე დასწრება სურდათ. აღნიშნულ შეხვედრას ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინოც ესწრებოდა.

საქმე კი ისაა, რომ მას შემდეგ, რაც 1978 წელს ირანში ისლამური რევოლუცია მოხდა, ქალებს საფეხბურთო მატჩებზე დასწრება ეკრძალებათ. სწორედ ამ კანონის გასაპროტესტებლად და საერთაშორისო მედიის ყურადღების მისაღწევად, ირანის მოქალაქე მასიჰ ალინეჯადმა სოციალურ ქსელში ქალებს მოუწოდა, მატჩს დასწრებოდნენ.

მისი მოწოდება იყო ასევე მამაკაცებისთვის, რომ ქალებთან ერთად წასულიყვნენ ფეხბურთის საყურებლად. თუმცა, ამან შედეგი ვერ გამოიღო და პოლიციამ 35 ადამიანი დააკავა.

როდესაც ჯანი ინფანტინოს ამის
შესახებ ჰკითხეს, ირანიის ტელევიზიამ ამ დროს ჯერ ხმა გაუწყვიტა სატელევიზიო სიგნალს, ხოლო შემდეგ სრულიად გათიშა ეთერიდან.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული