საფრანგეთის საკურორტო ქალაქ ტონონ-ლე-ბენში "ვილიარელთან" მოგებულ ამხანაგურ მატჩში (3:1) "სენტ-ეტიენის" ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა გაიბრწყინა.
დავითაშვილმა სადებიუტო შეხვედრაში ჯერ თავად გახსნა ბრწყინვალე გოლით ანგარიში, შემდეგ ფლანგზე მეურვეს გაექცა და ჯიბრილ ოტმანს გაატანინა, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კი შორიდან დალაშქრა მეტოქის კარი.
"ზურიკოს ფესტივალი - მისი წინამძღოლობით გავიმარჯვეთ", - წერს კლუბის საიტი.
"სენტ-ეტიენი" კიდევ სამ სპარინგს ჩაატარებს, ხოლო 18 ივლისს ლიგა 1-ის პირველ ტურში სტუმრად "მონაკოს" დაუპირისპირდება.
ეგრე გააგრძელე, ზერააა!