თანაგუნდელმა მარტინ შკრტელი სიკვდილისგან იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ლივერპულის" ყოფილი მცველი მარტინ შკრტელი, რომელიც ამჟამად "ფენერბაჰჩეს" ღირსებას იცავს, მოედანზე სიკვდილს გადაურჩა.

სლოვაკეთისა და ტაილანდის ნაკრებების ამხანაგური მატჩის 27-ე წუთზე 33 წლის ფეხბურთელს ბურთი თავში მოხვდა და მოულოდნელად შეუძლოდ გახდა.

შკრტელი მოედანზე დაეცა, მისი სიცოცხლე კი თანაგუნდელმა ონდრეი დუდამ გადაარჩინა, რომელმაც ვეტერანი ფეხბურთელი ენის გადაყლაპვისგან იხსნა.

საინტერესოა, რომ "ფენერბაჰჩეს" მცველმა თამაში გააგრძელა და 72-ე წუთზე შეცვალეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული