"ინტერის" ყოფილი ფორვარდი ადრიანო საავადმყოფოში გადაიყვანეს

AutoSharing Option
ყოფილი ბრაზილიელი ფეხბურთელი ადრიანო საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ იტალიური პრესა იუწყება.

არაოფიციალური ინფორმაციით, "ინტერის" ყოფილ ფორვარდს ხელი გაეჭრა და შემდეგ ინფექცია შეეჭრა.

სამხრეთამერიკელი გასულ კვირას მილანში იმყოფებოდა, სადაც "ნერაძურის" ხელმძღვანელებმა დააჯილდოეს.

როგორც იცით, მამის გარდაცვალების შემდეგ ადრიანო ალკოჰოლს მიეძალა, წონაში საკმაოდ მოიმატა და მისი საფეხბურთო კარიერა 2016 წელს ამერიკულ "მაიამიში" დასრულდა.

მომზადებულია Football-italia-ს მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 2 /
კიდევ ერთი გენიალური მონაცემების მქონე ფეხბურთელი, რომელმაც თავისი ნიჭი გაანიავა
giorgi
30 მარტი 2018 12:00
1
მოიკლავს თავს იმ ფაველებში
:(
30 მარტი 2018 11:55
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული