ლოს ანჟელეს "გალაქსის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "იუვენტუსთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/4-ფინალურ მატჩში "რეალის" ფორვარდის რონალდოს მაკრატელათი გატანილ გოლზე გააკეთა კომენტარი:
"კარგი გოლი იყო. თუმცა, ჩემსავით 40 მეტრიდან გატანა სცადოს".
2012 წელს იბრამ ამხანაგურ შეხვედრაში ინგლისის ნაკრებს შორი მანძილიდან მაკრატელათი გაუტანა გოლი.