ვიდეო, რომელსაც ემოციების გარეშე ვერ უყურებთ - რონალდოს ბრწყინვალე ჟესტი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 11 ივნისს, ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ, პორტუგალიამ, ამხანაგურ მატჩში, საკუთარ მოედანზე ირლანდია 3:0 დაამარცხა.

მატჩის დაწყებამდე პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კრიშტიანო რონალდო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვს მოედანზე გასვლაში დაეხმარა.

შეგახსენებთ, აღნიშნულ შეხვედრაში რონალდომ დუბლი შეასრულა.

39 წლის რონალდომ ნაკრებში ნოემბრის შემდეგ პირველად გაიტანა - დუბლი შეასრულა. კრიშტიანოს ანგარიშზე ეროვნულ გუნდში 130 გოლია, რაც რეკორდია. მან ყველა ტურნირზე 1226-ე შეხვედრა ჩაატარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

„ჯვაროსნები“ პორტუგალიას ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, 26 ივნისს, გელზენკირხენში დაუპირისპირდება.

-15JUN/3-portugalia_a79ff.jpg" border="0" alt="alt" title="ვიდეო, რომელსაც ემოციების გარეშე ვერ უყურებთ - რონალდოს ბრწყინვალე ჟესტი [VIDEO]" style="height: 50px; width: 50px;" />რონალდოს დუბლი და რეკორდი - პორტუგალიამ ირლანდია გაანადგურა [VIDEO]

altრონალდო: ევროპის ჩემპიონატის მოგება შეგვიძლია

alt"რონალდოს შემხედვარეს ეს სულ მაკვირვებს... ამით მე და ჩემი კოლეგები გაოცებული ვართ" - პორტუგალიელთა მწვრთნელი კრიშტიანოს შესახებ

მკითხველის კომენტარები / 2 /
კეთილ ბიძიას დაგვიხედეთ? ეტლით მოსარგებლე პატარა ბიჭუნას, მობილურზე ხელი რო აუკრა და აატირაა, მაგ დროს საერთოდ თუ შეამჩნია, რო ბიჭი ეტლში იჯდა? ისე რო კამერების წინ ორმაგი სტანდარტები ნარცისკას სტილია!
ასეა!
12:31 12-06-2024
40

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული