გუაკარანი აფთიაქიდან გამოდიოდა, როდესაც მას თავში ესროლეს. საინტერესოა, რომ მკვლელს მისი ნივთებისთვის ხელი არ უხლია.
მომხდარს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვენესუელელი ფეხბურთელი სალომონ რონდონი გამოეხმაურა, რომელიც ამჟამად "ვესტ ბრომვიჩში" თამაშობს.
"ტკივილის და დაუცველობის გრძნობა მიჩნდება იმ ფაქტით, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანის სიცოცხლე არაფრად ღირს. მადლობა ყველაფრისთვის, გუაკარან. ყოველთვის მემახსოვრება ის ბედნიერება, რაც შენგან მოდიოდა. ჩემი ღრმა სამძიმარი მთელ შენს ოჯახს“, - დაწერა რონდონმა.