Goal-ის მტკიცებით, კატალონიური კლუბი ყველაფერს იღონებს 27 წლის ესპანელი მცველის ტრანსფერის გასაჩარხად და მას არა ჟორდი ალბას კონკურენტად, არამედ 31 წლის ჟერარდ პიკეს შემცვლელად მოიაზრებს.
მარკოსი "ფიორენტინაში" ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდა, "არისტოკრატებმა" კი მარცხენა მცველად გაამწესეს და ურიგოდ სულაც არ თამაშობს - ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ შრომა და გარჯა დაუფასა და პრემიერლიგის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
მარტში ალონსოს ესპანეთის ნაკრებში დებიუტი შედგა და მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობას იმედოვნებს.
მარკოსს საინტერესო ბიოგრაფია აქვს: "რეალის" აღზრდილია,
ბარემ გეტყვით, რომ ალონსოს "ჩელსისთან" შრომითი ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 43 შეხვედრაში 7-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.