რას აკეთებენ მსაჯები?! არბიტრმა მეკარესთან პირისპირ გასულ ფეხბურთელს თამაში დაუმთავრა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბოლო პერიოდში მსაჯების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს, მაგრამ კოპა ლიბერტადორესის შეხვედრაში მართლაც საოცრება მოხდა.

"სანტა ფესა" და "ფლამენგოს" მატჩს ურუგვაელმა არბიტრმა დანიელ ფედორჩუკმა 5 წუთი დაამატა.

დროს უკვე გადაცილებული იყო და ბურთით "სანტა ფეს" ფეხბურთელები თავიანთ საჯარიმოსთან იყვნენ, რა დროსაც ფლამენგოელმა გუევანიომ ბურთი მოიპარა და მეკარესთან პირისპირ დარჩა.

მსაჯმა კი ამ დროს საოცარი გადაწყვეტილება მიიღო და მატჩი დაასრულა.

კოპა ლიბერტადორესის D ჯგუფში "ფლამენგო" 6 ქულით მეორეა, "სანტა ფე" კი - 4 ქულით მესამე.
მკითხველის კომენტარები / 9 /
მსაჯების უმრავლესობა ფულზეა გაყიდული და შეტანხმებულნი არიან ტოტალიზატორებთან!!!
datiko48
28 აპრილი 2018 22:19
0
უნდა ეცემათ.
status quo
28 აპრილი 2018 16:52
0
რაზეა ლაპარაკი საერთოდ?! ეს ფეხბურთია და არა კალათბურთი სირენაზე მთავრდებოდეს თამაში
Graf
28 აპრილი 2018 12:57
1
შენ გეტყობა საერთოდ არ უყურებ ფეხბურთს, როდის ნახე ბოლოს მსაჯს შეტევა დასრულება, მითუმეტეს პირისპირ გასვლა შეეჩერებინოს?
status quo-ს
28 აპრილი 2018 19:24
1
არ არის სოსო მართალი. კუთხურიდან ჩააწოდეს და ზიკომ გაიტანა თავით. თანაც 1978-ში არ იყო მითითება, რომ დროს რომც გადასცდეს გუნდს შეტევა უნდა დაამთასვრებინოს.ასე, რომ დამატებული 5 წუთი რომ გავიდა სახიფათო შეტევა უნდა გაგრძელებულიყო
ბადრი
27 აპრილი 2018 16:24
0
ხო აბა დაამთავრებინოს.იქნება კიდევ 3 წუთი შეუტიოს და არ დაკარგოს ბურთი
ბარსა
27 აპრილი 2018 20:39
6
არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ვიდეოში ჩანს რომ დამატებული 5 წუთი გავიდა, მსაჯმაც მატჩი დაასრულა.
dato
27 აპრილი 2018 15:45
5
სოსო მართალია, ასე იყო. 1 წლით ადრე კი, დინამოს სტადიონზე ზარიას ვხვდებოდით. 0-0 იყო. ბოლო წუთზე ვოვა (გუცაევი) გაცდა 1 მეტოქეს, მეორემ კი საჯარიმოში მოცელა. ეს იუჟნი ლევის ტრიბუნებთან ხდებოდა. მსაჯმა ჩასტვინა და... თამაში მორჩაო. რაც იქ დატრიალდა, კარგად გვახსოვს იმ დროინდელ გულშემატკივრებს: მინდორზე ხალხის შეჭრა, მილიციის მოტოციკლეტის დაწვა, სასწრაფოს მანქანით ჯირითი და გადაბრუნება, შევარდნაძეს ჩამოსვლა, დათოს (ყიფიანის) მიერ ხალხის სტადიონიდან გაყვანა, მისი სიტყვა - წელს თუ არა გაისად გპირდებით ჩემპიონობასო (ასეც მოხდა)...
alexandre
27 აპრილი 2018 15:44
0
1978 წლის მსოფლიოს ჩემპიომატის დროს,ბრაზილიელებმა პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვიეს კარში ბურთი,მაგრამ მსაჯმა არ ჩათვალა,დრო დამთავრდაო.
სოსო
27 აპრილი 2018 14:51
1

სიახლეები პოპულარული