აშკარა და დაუჯერებელი - მარადონა ბელარუსული კლუბის პრეზიდენტი გახდა

AutoSharing Option
გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, დიეგო მარადონა ბრესტის "დინამოს" პრეზიდენტი გახდა.

"კონტრაქტს ხელს ვაწერ და ბრესტის "დინამოს" პრეზიდენტი ვხდები. მადლობა ნდობისათვის", - დაწერა ფეხბურთის უგვირგვინო მეფემ ინსტაგრამზე და ბელარუსის დროშის ფონზე გადაღებული სურათიც გამოაქვეყნა.

"დინამომ" იუწყა, რომ დიეგო ამიერიდან კლუბის მმართველი საბჭოს თავმჯდომარეა და სამწლიანი შრომითი ხელშეკრულება გაუფორმეს.

მარადონა გუნდის სტრატეგიული განვითარების საკითხებით დაკავდება, ყველა სტრუქტურულ ქვედანაყოფებს უხელმძღვანელებს, მათ შორის ბავშვთა აკადემიას და მუშაობას მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ შეუდგება.
ასევე დაგაინტერესებთ