ვასილი უტკინი: წარუმატებელი ვიკინგების შთამომავლები ყველასთვის თამაშში ხელის შესაშლელად ჩამოვიდნენ

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა კომენტატორმა ვასილი უტკინმა მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინასთან მატჩში ისლანდიის ნაკრების თამაში მეტად ორიგინალურად გააკრიტიკა.

"ვინაა აღფრთოვანებული ისლანდიის ნაკრების თამაშით?  ვიცი, ასეთი ბევრია, მაგრამ მე არ მესმის, როგორ შეიძლება ეს მოგწონდეთ. ვუყურე მათ თამაშს არგენტინასთან. რა თქმა უნდა, ოყოჩაღეს, მაგრამ ისლანდიელებს შედეგის მისაღწევად სხვა გზა არ ჰქონდათ.

მითხარით, როგორ შეიძლება განადგურებული გზით აღფრთოვანებული დარჩე? ეს ხალხი იმისათვის ჩამოვიდა, რათა ყველას ფეხბურთის თამაშში ხელი შეუშალონ. ეს რაღაც კედელია, რომელიც ტანკის ან ქვემეხის გასროლას წინ უნდა აღუდგეს. ვინ დარჩება ამ კედლით აღფრთოვანებული?

როგორ შეიძლება ამაში ფეხბურთის რაიმე სილამაზე დაინახო? ესენი ხომ სამოსნები არიან, წარუმატებელი ვიკინგების შთამომავლები, რომლებიც ვიღაცას გაექცნენ და თავშესაფარი კუნძულზე იპოვეს, სადაც ცხვრებიც არ ცხოვრობდნენ. მათ ამერიკისაკენ ვერ გაცურეს, იქ დარჩნენ საცხოვრებლად".
მკითხველის კომენტარები / 24 /
უტკინის ეს კრიტიკა უსამართლოა,იმიტომ რომ გოლიც გაიტანეს,მომენტებიც შექმნეს და ვარსკვლავებით სავსე არგენტინას თუ მეორე ნომრად ეთამაშენ აბა რა უნდა ექნათ.
subieqturia
12:11 18-06-2018
0
გენიალურობა სწორედ მაგ კედლის დაშლა იქნებოდა და ისეთმა ვარსკვლავებმა როგორც არგენტინელები არიან რადგან ეს ესიგი მაღალი დონის ნაკრებია ბარემ ისიც თქვით პენალი ვინ გააფუჭა? მაგ ქულის გამო შეიძლება არგენტინა ჩარჩეს როცა სამი თამაშის მეტი არ გაქ არგენტინას თამაში რატო უნდა გაუხსნა ამან თავის ნაკრებს მიხედოს ჯობია და ყველამ
ნოდო
21:55 17-06-2018
3

სიახლეები პოპულარული