უეფამ სუპერ თასის შეხვედრაზე არბიტრები დანიშნა

AutoSharing Option
უეფამ იუწყა, რომ 15 აგვისტოს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გასამართ სუპერ თასის შეხვედრას 37 წლის პოლონელი არბიტრი სზიმონ მარჩინიაკი გაუძღვება.

მან 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ორი შეხვედრა განსაჯა.

მარჩინიაკი "ატლეტიკოს" თამაშს ორჯერ უძღვებოდა, საიდანაც "როხიბლანკომ" 1 მოიგო, 1 კი წააგო.

რაც შეეხება "რეალს", "სამეფო კლუბის" მატჩები მარჩინიაკმა ოთხჯერ განსაჯა, ბოლოს კი 2017/18-წლების ჯგუფური ეტაპის მატჩში "ტოტენჰემთან".

"რეალისა" და "ატლეტიკოს" შეხვედრა 15 აგვისტოს ტალინში 23:00 საათზე დაიწყება.

altხულენ ლოპეტეგი: ჩვენი მიზანი რონალდოს წასვლის შემდეგ ახალი "რეალის" აშენებაა

altსანტიაგო ბერნაბეუს თასისთვის მადრიდის "რეალი"

"მილანს" დაუპირისპირდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული