18:04 17-08-2018
სენსაციური დაპირისპირება რუსეთში - როგორ მოახერხა "ზენიტმა" გამარჯვება? [VIDEO]
AutoSharing Option
მინსკში გამარჯვების შემდეგ ბელორუსის პრეზიდენტმა ალეკსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ სტუმრები გაბღენძილები ჩავიდნენ მინსკში, თამაშის ბოლოს "ოთხით" დადიოდნენ და "გაზპრომის" შვილობილი, მილიარდერთა გუნდი დაამარცხეს.
ცნობილმა რუსმა კომენტატორმა ვასილი უტკინმა თქვა, რომ მინსკში 0:4 წაგება კომენტარს არ საჭიროებს, ყველაფერი ნათელია, ეს ფსკერია, შემდეგ ორი ფენა განავალია და მერე კიდევ ერთი.
მინსკის "დინამოს" ყოფილმა მეკარემ, გენადი ტუმილოვიჩმა კი ერთობ უცნაური რამ ბრძანა: "ახლა არ გაბრაზდნენ და გაზი არ გამოგვირთონ, რუსეთის მთავრობისგან ყველაფერია მოსალოდნელი".
და "პეტროვსკის" ცარიელ სტადიონზე (გულშემატკივრებს დასწრება უეფას სანქციის გამო აკრძალული ჰქონდათ) მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა. 66-ე წუთზე მასპინძლები 2:0 დაწინაურდნენ. შემდეგ მსაჯმა მათი არგენტინელი ნახევარმცველი ლეონარდო პარედესი გააძევა, "დინამოს" მწვრთნელმა სერგეი გურენკომ შეცვლაზე საქართველოს ნაკრების მცველი გიორგი ნავალოვსკი შეუშვა და რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა მასპინძლებმა ძირითად დროში კიდევ ორი გოლი გაიტანეს.
დაინიშნა ოვერტაიმი. განელმა სეიდუ იაჰაიამ ანგარიში 1:4 კი გახადა (მას გოლი უკანასკნელად 4 წლისა და 3 თვის წინ ჰქონდა გატანილი), მაგრამ მერე "ზენიტმა" 4-ჯერ დალაშქრა სტუმართა კარი. ამ მატჩში ჰეთ-თრიკი "ზენიტის" თავდამსხმელმა არტიომ ძიუბამ შეასრულა. ცნობისათვის, აქამდე ამ ტურნირზე დამატებით დროში 5 გოლი არასოდეს არ გასულა.
ნამატჩევს გურენკომ ფრიად უცნაური რამ თქვა: "შეცვლაზე შესულებს თამაში უნდა გაეძლიერებინათ. მაღალი, კარგი ცენტრალური მცველი რომ მყოლოდა, შევაჩერებდით ძიუბას. მეტოქეს ერთადერთი შანსი ჰქონდა, ცენტრიდან შეეღწია, ფლანგებიდან ბურთი საჯარიმოში ჩაეკიდა, სტანდარტების და "გაზპრომის" ხარჯზე მიეღწია მიზნისათვის. ეს მინიშნება არაა, ეს მე ისე ვთქვი".
ბელორუსული "ბატეს" ვეტერანი ნახევარმცველი ალეკსანდრე გლები კი გაოგნებული იყო: "მასპინძლები პირველ ტაიმში ვერ თამაშობდნენ, გოლი ჩვენი მეკარის შეცდომის შედეგად გაიტანეს, მეორე ტაიმში ფეხბურთელი გაუგდეს და ვერ გავიგე, როგორ მოახერხეს გამარჯვება".
"დინამოს" ყოფილმა ჰავბეკმა ანდრეი ოსტროვსკიმ დამარცხებული გუნდის ფეხბურთელებს სამარცხვინოები და ჯამბაზები უწოდა.
მოკლედ, ამ შეხვედრამ ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა, რომელზეც პასუხს ალბათ, ვერ მივიღებთ.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
უფრო გასაგებათ რომ აღვწეროთ "დინამო" მინსკისა და "ზენიტის" ორმატჩიანი დადგმული სპეკტაკლი აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ,რომ სიყვარულისა არ იყოს ერთიც და მეორეც ნასიამოვები დარჩა,ანუ ფული ორივე გუნდმა იშოვა.
0
0
ამ ორი მატჩის შედეგი თავიდანვე იყო დაგეგმილი და შეთანხმებული შეხვედრაში მონაწილე გუნდების მიერ.ნავალოვსკი რა სახსენებელია,როდესაც თვით ბელორუსის პრეზიდენტი გახადეს ხელის შემწყობად. :)
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული