ზლატკო დალიჩი: კრიშტიანო რონალდო ეგოისტია

AutoSharing Option
ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა კრიშტიანო რონალდოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა.

პორტუგალიელმა გადაწყვიტა, უეფა-ს მიერ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელების დაჯილდოების ცერემონიაზე არ მისულიყო.

"კომენტარის გაკეთებაც არ მინდა, რონალდოს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს ჩემს სისწორეს: რონალდო ეგოისტია, ჩემს გუნდში ასეთი ფეხბურთელის ხილვა არ მსურს.

რონალდო ასე ფიქრობს: "მთავარია, მე გავიტანო და მნიშვნელობა არ აქვს, გუნდი წააგებს თუ არა", ეს კი ეგოისტური დამოკიდებულებაა", - ციტირებს დალიჩს FourFourTwo.

შეგახსენებთ, რომ რონალდო გასული სეზონის საუკეთესო ფორვარდად აღიარეს, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელის
ჯილდო ლუკა მოდრიჩს მისცეს.

altრონალდომ გაიგო, რომ უეფა მას კი არა მოდრიჩს აჯილდოებდა და მონაკოში გამგზავრება გადაიფიქრა

მკითხველის კომენტარები / 4 /
გულშემატკივარი მინახავს გაგებაში რომ არ არის,მაგრამ მსოფლიოს ვიცეჩემპიონის მთავარი მწვრთნელი არ იყოს გაგებაში ასეთი რამ არ მინახევს!!! ეს ყველაფერი ბოღმაა!!!
გიორგი
04 სექტემბერი 2018 13:26
4
მოდრიჩმა ეს პრიზი დაიმსახურა ხოლო რონალდუმ კიდე ცივი წყალი დალიოს მართლაც ეგოისტურად მოიქცა და რაცარუნდა გააპრავონ მისი მოქმედება. მოდრიჩი მსოფლიოზეც მაგარი იყო და კლუბშიც თორე ზიზუ გიჟიკიარიყო რო ყავდა მოედანზე.
qutaiseli
04 სექტემბერი 2018 12:45
1
მოდრიჩი ნამდვილად კარგი ფეხბურთელია,თუმცა მაგაზე უკეტესებიც მინახავს და მიკვირს საუკეთესო ფეხბურთელობა რატომ მოდრიჩს და არა რონალდოს?რონალდომ რაც ესპანეთის ჩემპიონატზე და ლიგაზე გააკეთა მოდრიჩი მასთან ახლოსაც ვერ მივა,მე ვფიქრობ იუვეში გადასვლის გამო დასაჯეს....
ზასტაველი
04 სექტემბერი 2018 09:55
2
კი რონალდო ძალიან არაგუნდურია და ამიტომ აქვს ამდენი გუნდური ტიტული. იბრაზე რომ ამბობდე კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ რაშიც დებ ბრალს ეგ რონალდოს მითუმეტეს ბოლო სეზონში საერთოდ არ ახასიათებდა. რაც შეეხება მოდრიჩს - მსოფლიო რომ არა ლიგის ტურნირის საუკეთესო ნამდვილად არ ყოფილა და გაუგებარია ამ ტიტულის მისთვის გადაცემა. წლების შემდეგ 2017-2018 ლიგაზე რეალის თამაშებს ვინც ნახავს ვერაფრით მიხვდება მოდრიჩის საუკეთესოობას (გუნდში ამ დროს რონალდოს გააქვს გოლი ყველა თამაშში)
???
03 სექტემბერი 2018 21:34
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული