ზლატკო დალიჩი: კრიშტიანო რონალდო ეგოისტია

AutoSharing Option
ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა კრიშტიანო რონალდოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა.

პორტუგალიელმა გადაწყვიტა, უეფა-ს მიერ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელების დაჯილდოების ცერემონიაზე არ მისულიყო.

"კომენტარის გაკეთებაც არ მინდა, რონალდოს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს ჩემს სისწორეს: რონალდო ეგოისტია, ჩემს გუნდში ასეთი ფეხბურთელის ხილვა არ მსურს.

რონალდო ასე ფიქრობს: "მთავარია, მე გავიტანო და მნიშვნელობა არ აქვს, გუნდი წააგებს თუ არა", ეს კი ეგოისტური დამოკიდებულებაა", - ციტირებს დალიჩს FourFourTwo.

შეგახსენებთ, რომ რონალდო გასული სეზონის საუკეთესო ფორვარდად აღიარეს, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელის
ჯილდო ლუკა მოდრიჩს მისცეს.

altრონალდომ გაიგო, რომ უეფა მას კი არა მოდრიჩს აჯილდოებდა და მონაკოში გამგზავრება გადაიფიქრა

მკითხველის კომენტარები / 4 /
გულშემატკივარი მინახავს გაგებაში რომ არ არის,მაგრამ მსოფლიოს ვიცეჩემპიონის მთავარი მწვრთნელი არ იყოს გაგებაში ასეთი რამ არ მინახევს!!! ეს ყველაფერი ბოღმაა!!!
გიორგი
13:26 04-09-2018
4
მოდრიჩმა ეს პრიზი დაიმსახურა ხოლო რონალდუმ კიდე ცივი წყალი დალიოს მართლაც ეგოისტურად მოიქცა და რაცარუნდა გააპრავონ მისი მოქმედება. მოდრიჩი მსოფლიოზეც მაგარი იყო და კლუბშიც თორე ზიზუ გიჟიკიარიყო რო ყავდა მოედანზე.
qutaiseli
12:45 04-09-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული