"როდესაც დღის წესრიგში გუნდიდან ჩემი წასვლის საკითხი დადგა, უპირველეს ყოვლისა გვარდიოლას შევახსენე, რომ არასოდეს არ იყო დიდი მწვრთნელი. კარგი ფეხბურთელი იყო, ეს სიმართლეა. თუმცა, როგორც მწვრთნელს იმ მომენტისთვის არაფერი არ ჰქონდა მიღწეული.
ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრეთ და ვუთხარი, თუ პატივს არ მცემდა, არც მე ვცემდი პატივს. როდესაც "ინტერში" ვთამაშობდი, ხელი კამერების წინ დემონსტრაციულად ჩამომართვა. კულისებში ის არასოდეს არ მესალმებოდა", - განუცხადა ეტო'ომ beIN Sports-ს.
სამუელ ეტო'ო ყატარში წავიდა - კამერუნელის რიგით მე-13 კლუბი
სამუელ ეტო'ო შესაძლოა ციხეში 10 წლით ჩასვან
ფარულმა კამერამ ჟოზე მოურინიო გამოიჭირა - ეტო'ო 32 წლის არის, შეიძლება 35-ისაც...